თურქეთის სანაპიროსთან 7 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

თურქეთის სანაპიროსთან 7 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციის სანაპიროსთან შვიდი არალეგალი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც საბერძნეთში გადასვლისას დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.
გარდაცვლილთა ცხედრები ადგილობრივმა მოსახლეობამ ნახა. სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. 

2015 წლის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვაო გზით ევროპაში 847 ათასი დევნილი შევიდა, რომელთაგან 805 ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა.