ფოთის პროკურორის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ფოთის პროკურორის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

ფოთის პროკურორის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა აკაკის ქუჩაზე მოხდა.
"ჰიუნდაის" ჯიპის ავტომანქანას ცეცხლსასროლი იარაღი მარცხენა მხარეს ესროლეს. საჭეს თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა.

შემთხვევის შედეგად ის არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს, თუმცა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შემთხვევის მოტივი უცნობია. პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.