ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები, საგურამოში, გურამიშვილების მარანში ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად იმყოფებიან. იქ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. უმრავლესობიდან კი, გურამიშვილების მარანში მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით დაიგეგმა. "ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - განუცხადა მან "ინტერპრესნიუსს".
შეხვედრაზე არ იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.