"აზერბაიჯანი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის გაზის მოწოდებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება "

ექსპერტ მამუკა არეშიძეს აზერბაიჯანული მხარის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა  დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა.

არეშიძის  განცხადებით,  აზერბაიჯანულმა მხარემ  არაერთხელ აღნიშნა, რომ ბევრად მეტი გაზის მოწოდების საშუალება აქვთ.

„სოკარის ხელმძღვანელის თქმით, მათ შეუძლიათ 6 მილიონი 7 მილიონამდე გაზარდონ, თუმცა ეს რაოდენობა საქართველოს არ დააკმაყოფილებს. ის რაოდენობა რომელსაც აზერბაიჯანი გვაწვდის, ან შეიძლება მოგვაწოდოს მაინც არ იქნება საკმარისი. აზერბაიჯანი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის გაზის მოწოდებას რომელიც ჩვენ გვჭირდება.  არც სოკარის წარმომადგენლებს აღუნიშნავთ, რომ მომარაგების გაზრდის შესაძლებლობა ექნებოდათ.  საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს და მას მოუწევს დარჩენილი გაზის რაოდენობა „გაზპრომიდან“ შეიძინოს.“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.