ველით, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, რომელიც დღეს მოადგილეებთან ერთად, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
ამასთან, მინისტრი ვერ ასახელებს თარიღს, თუ როდის დასრულდება პროცესი.
"კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუ როდის დასრულდება პროცესი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან მალე დასრულდეს და მიღებული იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.