საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტი უკვე დატოვა. მინისტრი მოადგილეებთან ერთად, სამუშაო, მედიისთვის დახურულ ფორმატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მათ 2016 წლის გეგმების თაობაზე ისაუბრეს.
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია - განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ახალი დღის წესრიგია შესამუშავებელი, სხვა სექტორული თანამშრომლობაა გასაღრმავებელი. მნიშვნელოვანი მოვლენაა ვარშავის სამიტი, ასევე სხვა ღონისძიებები, რომელიც წლის განმავლობაში გაიმართება და სადაც მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ, ასეთი თანამშრომლობისათვის. ერთობლივად გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.