უკრაინაში ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, გასული წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით ე.წ ღორის გრიპით დაღუპულთა შემთხვევები წელს 10 პროცენტით მეტია, თუმცა, მისივე განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ჩვენ ჯერ ეპიდემიის დონისთვის არ მიგვიღწევია. ყოველი წლის იანვარში გრიპის სეზონი პიკს აღწევს", - აღნიშნა კვიტაშვილმა.
ყველაზე მძიმე ვითარება კიევში, ხარკოვში, ვინიცასა და ოდესაშია.
"ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 5,7 პროცენტი გრიპითაა დაინფიცირებული, მათგან 70 პროცენტი ბავშვები და ორსულები არიან", - წერს სოციალურ ქსელში კანონმდებელი ირინა სისოენკო.