შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეებად კი დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია წარადგინა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს სამინისტრო და თავად როგორც მინისტრი, განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი, შეურიგებელი და ამ გზაზე იქნებიან წარმატებულები.
შს მინისტრის თქმით, კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც დღეს გიორგი მღებრიშვილმა მის პირველ მოადგილედ წარადგინა.
გარდა ამისა, მოადგილეებად დაასახელა დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია. მინისტრის თქმით, ვარდიაშვილი შსს-ში საფინანსო სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.