ე.წ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე წვრთნები დაიწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე წვრთნები დაიწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ოსური სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 
გავრცელებული ცნობით, სწავლებაში 2 000-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 500 სამხედრო ტექნიკაა ჩართული. 
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნა ჯარისკაცების მზადყოფნის შემოწმების და მათი მომზადების დონის ამაღლების მიზნით ტარდება.