დიარბაქირში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

დიარბაქირში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 30-ს აჭარბებს. დაღუპულთა შორის არის ქალი და ერთი მცირეწლოვანიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მსხვერპლთა რაოდენობის დაზუსტება. გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო მოთავსებული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა ახლოს მდებარე შენობები. ეს თუქეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეორე თავდასხმა იყო. 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმედის მოედანზე თავდასხმას ათი ადამიანი შეეწირა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. თურქეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.