ობამამ კონგრესს ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების სანქცირება შესთავაზა

ობამამ კონგრესს ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების სანქცირება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების სანქციერება შესთავაზა.

ამის შესახებ ბარაკ ობამამ კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"თუკი ამ მოწვევის კონგრესი სერიოზულადაა განწყობილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, სურს ჩვენს ჯარისკაცებს და მთელ მსოფლიოს გაუგზავნოს სიგნალი, ბოლოს და ბოლოს თქვენ სანქცირება უნდა მოახდინოთ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების. მაგრამ ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, კონგრესის მოწონების თუ მის გარეშე, "ისლამური სახელმწიფო" იმავე გაკვეთილს მიიღებს, რაც სხვა ტერორისტებმა მიიღეს. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ამერიკა ან მე თავად არასაკმარისად ვართ განწყობილნი საკადრის პასუხზე, კითხეთ უსამა ბინ ლადენს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.