"გაზპრომისგან" ფულადი ანაზღაურების მიღება, საქართველოსთვის წამგებიანი იქნება"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, თუკი გაზპრომისგან ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს და არა ფულად ანაზღაურებას.

როგორც მეჭიაური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო გაზპრომისგან ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ არა გაზის 10%-ს, არამედ ფულად ანაზღაურებას მიიღებს, ის არ იქნება ადეკვატური. 

"გაზპრომში თვლიან, რომ როგორც მიღებულია პრაქტიკაში, მოხდეს ამ ტრანსპორტირებისთვის ფულადი ანაზღაურება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის წამგებიანი იქნება. იმედს ვიტოვებ. რომ შეთანხმება ისვ ისე დარჩება, როგორც არის. წამგებიანი იქნება, რადგან არსებობს სტანდარტი ტრანსპოტირებისთვის, თითოეულ კილომეტრზე, რომელიც მიღებულია, არამარტო საქართველოსთვის. გამომდინარე იქედან თუ რა მანძილი უნდა გაიაროს ჩვენს ტერიტორიაზე, ფულად ანაზღაურებაში გაცილებით ნაკლები იქნება ჩვენი შემოსავალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, რასაც ახლა ვიღებთ", - განუცხადა "პირWელს" თამაზ მეჭიაურმა.