ანტალიაში ტერორიზმის ბრალდებით 3 რუსი დააკავეს

ანტალიაში ტერორიზმის ბრალდებით 3 რუსი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების შედეგად, თურქეთის ქალაქ ანტალიაში რუსები დააკავეს.

ადგილოვრივი მედიის ცნობით, 3 რუსის დაკავების შედეგად ამოღებულია დოკუმენტები და სიდი დისკები.

არსებული ინფორმაციით, თურქულმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად 59 ადამინაი დააკავა, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი.