საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საზოგადოებას გახმაურებლ საქმეებთან დაკავშირებით მოთმინებისკენ მოუწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ განუცხადა თითოეულ გახმაურებულ საქმეზე საზოგადეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
„მინდა ყველას მოთმინებისკენ მოვუწოდო. ჩვენ დანაპირებს შევასრულებთ და თითოეულ საქმეზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტებთან ერთად მიღების გამართვას ვგეგმავ, სადაც საქართველოს პროკურატურის 2015 წლის მუშაობის დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ და იმ შედეგების შესახებ მოგახსენებთ, რასაც 2015 წელს მივაღწიეთ“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე - თუ რა პროცესშია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცავალენის საქმე - პროკურორმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.