“მოლაპარაკებები და გარკვეული მოცულობის გაზის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
წინა ხელისუფლების დროს, მართალია, მილსადენის “გაზპრომზე” მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე “გაზპრომის” გაზზე შეჯდომა, რადგან ეს პუტინის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია. მილსადენს რას უზამს?! მაგალითად, თელასი “რაოესისაა”, მაგრამ რამე პრობლემა არის?! არ არის. თბილისის წყალი რუსულ კომპანიას ეკუთვნის, არის პრობლემა? - არა. რატომ?! იმიტომ, რომ ეს აქტივები საქართველოს ტერიტორიაზეა და მასზე ქართული კანონმდებლობა ვრცელდება.” - გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი