საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ მილტონ ჰეიგი დაინიშნა.
მილტონ ჰეიგს ახალი კონტრაქტი 2+2 წლიანი ვადით გაუფორმდა. ჰეიგის ასისტენტად კი რაგბის კავშირის გამგეობამ ლევან მაისაშვილი დანიშნა. მილტონ ჰეიგთან და ლევან მაისაშვილთან შრომით ხელშეკრულებას საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გააფორმებს. ახალზელანდიელი სპეციალისტი "ბორჯღალოსნებს" 2011 წლის ბოლოდან თავკაცობს.