სტამბოლში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, საბოლოო ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი და დაშავებულია - 15. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, პერუს, სამხრეთ კორეისა და ნორვეგიის მოქალაქეები.
თურქეთის პრემიერმინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ყველა დაღუპული უცხოელია. "ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გასაცნობად ჩამოვიდნენ. ისინი ჩვენი სტუმრები იყვნენ", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები არიან. დავუთოღლუს განცხადებით, ვინც ტერაქტი განახორციელა, სირიელი იყო, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი. მისივე თქმით, ტერორისტის ყველა კავშირები შემოწმდება და ვინც სასჯელს იმსახურებს, დაისჯებიან.