ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა არ გამორიცხავს, ნოემბერში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს. თუმცა, მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს ზედმეტი მოსდის, როდესაც მოსახლეობის შიშზე თამაშობს და მათ შიდა პრობლემების გამარტივებას სთავაზობს. ამის შესახებ ობამამ ტელეკომპანია "NBC"-ის ეთერში განაცხადა.
"მომისმინეთ, შესაძლებელია ყველაფერი" - ასე უპასუხა მან ტელეკომპანიის კითხვას დონალდ ტრამპის შანსებთან დაკავშირებით, გახდეს აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი. ბარაქ ობამას თქმით, ნაადრევია მის პასუხისმგებლობაზე საუბარი ტრამპის პოპულარობის საკითხში. "ჩემს პასუხისმგებლობაზე მაშინ ვისაუბროთ, თუ ის გაიმარჯვებს", - განაცხადა ობამამ.
მანვე ირონიულად არც ის გამორიცხა, რომ მომავალში სწორედ დონალდ ტრამპი წარდგება პრეზიდენტის რანგში ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებით.