ტერორისტი-თვითმკვლელი, რომელმაც დღეს დილით სტამბულში ტერაქტი განახორციელა, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. ამის შესახებ დღეს თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ჟურნალისტებს ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ამ ტერაქტის განმახორციელებელი უცხოელია - "ისლამური სახელმწიფოს" წევრი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომავალში კვლავ გავაგრძელებთ გადამწყვეტ ბრძოლას ამ დაჯგუფების წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
სტამბოლში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე "სულთანაჰმეთის" მოედანზე აფეთქება მოხდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.