საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 12 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო.

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 12 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია განცხადებაში.