ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მათი დამსახურებაა, ვინც დღეს "გაზპრომთან" შეხვედრებზე ყველაზე მეტს ყვირის.
კახა კალაძის თქმით, ეს ადამიანები დღესაც ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.