პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი შობას ნიქოზის ღვთაების ეკლესიაში შეხვდნენ

პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი შობას ნიქოზის ღვთაების ეკლესიაში შეხვდნენ

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ოკუპაციის ხაზთან მდებარე ნიქოზის ღვთაების ეკლესიაში შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, შობის ღამეს პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი ოკუპირებული აჩაბეთიდან დევნილი კოტე თედეევისა და პელო გვარაძის 6 შვილიან ოჯახს ესტუმრნენ, ასევე ნიქოზის საკვირაო სკოლა მოინახულეს, რომელიც რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, საერთაშორისო თანადგომით იაპონიის, პოლონეთის, ამერიკის და ევროკავშირის დაფინანსებით, აშენდა და აღიჭურვა.

პაატა ბურჭულაძემ საჩუქრად პატარებს საახალწლო ტკბილეული და საბავშვო ლიტერატურა, უფროსკლასეებს გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" გადასცა.

"კოტე თედეევი და პელო გვარაძე რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, ოთხ მცირეწლოვან შვილთან - გიორგისთან, ლუკასთან, ქეთევანთან და ოთოსთან ერთად, პელაგეას დედასთან - ქეთევან გვარაძესთან დასახლდნენ. ოჯახს ომის შემდეგ, დევნილობაში, მართა და მათე შეეძინათ. ნიქოზში ქეთევან გვარაძე მისი 6 შვილით, 22 შვილიშვილით და 2 შვილთაშვილით არის ცნობილი", - აცხადებენ ფონდში.