გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით ნამდვილად ლიდერია

გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით ნამდვილად ლიდერია

"ქართულ ოცნებაში" ყველა იზიარებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით ნამდვილად ლიდერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო წარდგენის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

გია ვოლსკი ადასტურებს, რომ აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, რომელიც სხვებსაც გავუზიარე და ამ აზრს ყველა ეთანხმება – გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით, პოზიციით ნამდვილად ლიდერია. ამაზე მისი პიროვნული თვისებებიც მიუთითებს. მსოფლმხედველობითად იგი ლიდერის პოზიციას უნდა იკავებდეს. ამასთან, ეს თემა მხოლოდ ჩემი და სხვების მოსაზრებით გადასაწყვეტი არ არის. საკითხს ყრილობის გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც გაზაფხულზე შედგება", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.