პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია

პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია

ვინ იქნება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფორმალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინადან პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ საზოგადოებამ უახლოეს არჩევნებში თავისი პოზიცია სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს.

"ვინ იქნება "ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელი, მე მგონი, ამ ქვეყანაში აქტუალური აღარ არის, იმიტომ რომ მოსახლეობა და საზოგადოება ცალსახად ჩამოყალიბდა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, რომ ეს ხელისუფლება არის გასასტუმრებელი და უბრალოდ დროის ამბავია, როდის მოხდება ეს. ამიტომ შიდაპარტიული ხელმძღვანელობა და ის, თუ ვინ არის პარტიის თავმჯდომარე ფორმალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინადან ყველამ კარგად იცის, რომ პარტიის თავმჯდომარე, პრემიერიც და პრეზიდენტიც ამ ქვეყანაში არის ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.