ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს

ალილოს მონაწილეეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისელებს შობის დღესასწაული იმერეთის გუბერნატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მერის მოადგილეებმა მიულოცეს.

ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობას ულოცავენ.

დღის განმავლობაში შეგროვილი სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.