ნავთობის ფასი კვლავ დაეცა

ნავთობის ფასი კვლავ დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ დაეცა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დღეის მონაცემებით, ერთი ბარელი შავი ოქროს ღირებულება 34 აშშ დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
WTI-ის მარკის ერთი ბარელის ფასი კი დაახლოებით 33 აშშ დოლარია. უცხოური მედია წერს, რომ ბრენტ-ის მარკის ნავთობის ფასი ერთ დღეში 8%-ით დაეცა და 2004 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნავთობის ფასზე საუდის არაბეთსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტი არ აისახა. ფიუჩერსების ღირებულების დაცემა განპირობებულია ბაზარზე გადაჭარებული შემოთავაზებით. ფასების კლების კიდევ ერთ მიზეზად აშშ-ში ნავთობის მარაგების ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების მოლოდინი სახელდება.