გიორგი მარგველაშვილმა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას დუშეთიდან მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას დუშეთიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა. "მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.