გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

მინდა ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.