მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ტრადიციულად, ღამისთევით ჩატარდა. გახსნილდა საშობაო მარხვაც, რომელიც 40 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას იმ დღიდან ელოდა, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: “მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს”.

იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა. პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანი სცეს, მწყემსები იყვნენ. უკვე მოგვიანებით სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს, ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.

ქრისტეს შობით ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო, როგორც საღვთისმეტყველო წყაროები გვამცნობენ, „წელთაღრიცხვა მიწიდან ცისკენ“.