ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით დასტაბილურდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ზემო აჭარაში 4 ათასამდე, რაჭა-ლეჩხუმში კი, 7 ათასამდე აბონენტია გათიშული. ელოშვილის ინფორმაციით ამ წუთებში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და დღის ბოლომდე აბონენტთა 90%-ს ენერგომომარაგება აღუდგება.
„მხოლოდ რამდენიმე ასეული აბონენტია გათიშული და მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მათაც აღუდგეთ ენერგომომარაგება. ენერგომომარაგების კუთხით, ვითარება გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში არის სტაბილური. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო აჭარაში, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ზემო აჭარაში 4 ათასამდე აბონენტია გათიშული, რაჭა-ლეჩხუმში კი, 7 ათასამდე. ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები, ბრიგადები მობილიზებულია და დღის ბოლომდე 90%-ს აღუდგება ენერგომომარაგება", - განაცხადა ელოშვილმა.