ანგელა მერკელის ოფისში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს

ანგელა მერკელის ოფისში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისი პოლიციამ დახურა და ახლა იქ სამართალდამცველები მუშაობენ.

პოლიციის ინფორმაციით, ექსპერტები საეჭვო ნივთს სწავლობენ.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, პოლიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათ ოთხი ყვითელი საფოსტო ყუთი დაინახეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ჰანოვერში ფეხბურთის მატჩი გადაიდო, რომელსაც კანცლერი მერკელი უნდა დასწრებოდა. მატჩის გადადების მიზეზად სტადიონზე აღმოჩენილი საეჭვო ნივთი გახდა.