ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა.შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.