ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან მოწყვეტილი ბეტონის კონსტრუქცია მცირეწლოვან ბავშვს დაეცა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევისას მცირეწლოვანი დედასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც სასწარაფო დახმარებაში "პირWელს" განუცხადეს, ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო, დედა კი ქალა-ტვინის დაზიანებებით ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ბრიგადა ადგილზე გავიდა. დაშავებული იყვნენ დედა-შვილი. სამწუხაროდ მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, დედას კი, ქალა-ტვინის დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია მოთავსებული“, - განაცხადეს "პირWელს" ქუთაისის სასწრაფო დახმარებაში.