რეგიონებში მოსახლეობის 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება

რეგიონებში მოსახლეობის 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, სამტრედიასა და ზუგდიდში, დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე ასევე გაეცნო მაღალმთიან გურიასა და აჭარაში მიმდინარე სარეაბილიტაციო,სამუშაოებს.

მისი განცხადებით, კომპანია ,,ენერგო-პროჯორჯია’’ 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ხდება დაზიანებული უბნების აღდგენა.

,,მოსახლეობისათვის ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. დღის ბოლომდე თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მოსახლების 90 % პროცენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიანი სოფლები, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო, ფერხდება აღდგენითი სამუშაოები.’’- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

ამ ეტაპზე , მხოლოდ 15 000 აბონენტი არის დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.