თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მიგრანტების ცხედრები სხვადასხვა ადგილას იპოვეს.

თურქეთის სანაპიროს დაცვამ 11 ცხედარი აივალიკის, ხოლო 10 ცხედარი იზმირის პროვინციაში, დიკილის რაიონში აღმოაჩინა.

სავარაუდოდ, მიგრანტთა ნავი მაშინ ამოტრიალდა, როცა ისინი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე მიღწევას ცდილობდნენ.

სამაშველო სამსახურები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ. ოპერაციაში 3 სამაშველო ნავი და ვერტმფრენი მონაწილეობს.

გასულ წელს საბერძნეთში 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა.