ნატო-ს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ნატო-ს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ნატო-ს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ "ასოშიეტედ პრესის" ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. "ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ ნატო და მისი პოლიტიკა მოსკოვს საფრთხეს უქმნის", - აღნიშნა ლუნგესკუმ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ახალ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებთან ახლოს გადააქვს, რაც მოსკოვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.