პოლონეთში ძლიერი ყინვის შედეგად კიდევ 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა. "ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი დაიღუპა. წინა დღეს კიდევ ცხრა მსხვერპლი გვყავდა", - განაცხადა პოლონეთის უსაფრთხოების ცენტრის პრესსპიკერმა, ბოზენა ვისოცკამ. პოლონეთში გასულ თვეს კიდევ 14 ადამიანი დაიღუპა. მათ უმრავლესობას საძილე ტომრებში ჩაეძინა. პოლონეთში ძლიერი ყინვის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლი 2009 წლის დეკემბერში იყო, როდესაც ჰიპოთერმიას 42 ადამიანი შეეწირა.