პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ, რომელიც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მოულოცეს. „თქვენ ხართ ჩვენი ერისთვის ადამიანი, რომელმაც შეძლო და საზოგადოებას, ქვეყანას ასეთ რთულ პერიოდსა და ეპოქაში გაუძღვა სიყვარულით, მიმტევებლობით. ყოველი დღესასწაული - იქნება ეს ინტრონიზაცია, თუ თქვენი დაბადების დღე, გვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი გამარჯვებები გვქონდა და რამდენად დიდი გამარჯვებები გველის მომავალში“, - მიმართა პრეზიდენტმა პატრიარქს ტრაპეზის დროს წარმოთქმულ სიტყვაში.    საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, გუშინ ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ, ჯემალ სეფიაშვილის საშობაო - შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ. ღონისძიებაზე მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც იმყოფებოდნენ.