ზესტაფონი–სენაკის საგზაო მონაკვეთზე ამინდის გაუარესების გამო მოძრაობა გართულებულია

ზესტაფონი–სენაკის საგზაო მონაკვეთზე ამინდის გაუარესების გამო მოძრაობა გართულებულია

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–სენაკის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია.

რთული მეტეოროლოგიური პირიობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით.