ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

"ვულოცავ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს იუბილეს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ",- წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.