ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი გადაწყვეტილი არ არის

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს.

სამინისტრო განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, დღიურად, 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით.

"უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია, რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან გაგრძელდება",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.