გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს

გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს

პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური მისალოც წერილს ავრცელებს, რომელშიც პატრიარქს ჯანრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. მჯერა, რომ თავისი სიყვარულითა და სათნოებით კიდევ დიდხანს გააძლიერებს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 83 წელი შეუსრულდა.