არსებობს კლანი, შეგიძლიათ მოსამართლეების ბიოგრაფიებით დაინტერესდეთ

არსებობს კლანი, შეგიძლიათ მოსამართლეების ბიოგრაფიებით დაინტერესდეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ არსებობს მოსამართლეთა ერთი ჯგუფის კლანი, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

მამუკა ახვლედიანი არც იმას აკონკრეტებს, არის თუ არა ამ კლანის სათავეში ლევან მურუსიძე. ახვლედიანის თქმით, ეს ყველასთვის ცნობილი გახდება, თუ მოსამართლეთა ბიოგრაფიებით დაინტერესდებიან.

"ყველანაირად მოვერიდები კონკრეტიზაციას, თუმცა გეტყვით, რომ დაინტერესდეთ მოსამართლეა ბიოგრაფიებით. ვინ საიდან მოდის, ვისი ბიოგრაფიები სად იკვეთება და საიდან მოდის ეს ყველაფერი სასამართლო სისტემაში, თუნდაც ეს კლანი. მე ყოველგვარ გვარებზე საუბარს მოვედირები. არსებობს კლანი, მე მოგონილი თემა არ მომიტანია. შეგიძლიათ მოსამართლეების ბიოგრაფიებით დაინტერესდეთ და მიხვდებით, თუ ვიზეა საუბარი"-განაცხადა ახვლედიანმა.