პრეზიდენტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

პრეზიდენტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი  სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის.

თქვენი პირადი ღვაწლი  უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში  გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ.

კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას!

პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი