თურქეთი რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებს

თურქეთი რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებს

თურქეთი რუსეთის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და სხვა ინსტანციებში უჩივლებს. ამის შესახებ თურქულ გამოცემა "დეილი საბაჰ"-თან საუბარში თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა მუსტაფა ელიტაშმა განაცხადა, რომლის თქმით, ხელისუფლებამ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება უკვე დაიწყო.

"საერთაშორისო სასამართლოებში ყველა იმ ადამიანის უფლებებს დავიცავთ, რომლებიც სანქციების შედეგად დაზარალდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მუსტაფა ელიტაშის თქმით, რუსეთში მომუშავე თურქულ კომპანიებს აიძულებენ, წილი რუს პარტნიორებს გადასცენ.

რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ნოემბრის ბოლოს თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. ანკარას ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.