ქუთაისში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სპეცტექნიკა, გაიწმინდა ქუჩები, დაყარეს ტექნიკური მარილი.
"ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სერიოზულ პრობლემასთან საქმე არ გვქონია. ადგილობრივი ძალებით შევძელით თოვლთან გამკლავება. გვაქვს საკმარისი ტექნიკური საშუალებები და ახალი სპეციალური ავტომანქანები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა მურღულიამ.
ქუთაისში ამ დროისთვის არ თოვს.