გორის საკრებულოს ფრაქცია

გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. აღნიშნული განცხადება ფალელაშვილმა დღეს საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მან ასევე დატოვა პარტია "ქართული ოცნება". პარტიის და ფრაქციის დატოვების შესახებ იოსებ ფალელაშვილს კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებია.

რაც შეეხება საკრებულოს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 წევრისგან შედგება და ფალელაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" , ანუ მმართველ კოალიციაში 5 წევრი დარჩა.