ირაკლი ალასანია:   გიორგი კვირიკაშვილმა სახიფათო სქემის ამუშავება უნდა შეაფერხოს

ირაკლი ალასანია: გიორგი კვირიკაშვილმა სახიფათო სქემის ამუშავება უნდა შეაფერხოს

გიორგი კვირიკაშვილმა სახიფათო სქემის ამუშავება უნდა შეაფერხოს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ალასანია განმარტავს რას გულისხმობს სახიფათო სქემაში და აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ისეთი კადრები იყრიან თავს, რომელთა მიზანია ადმინისტრაციულ სასამართლოზე კონტროლი განახორციელონ.

"საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც ლევან მურუსიძისნაირი მოსამართლეები ბრუნდებიან. მოსამართლეთა კორპუსის დიდ ნაწილს პატივს ვცემ, თუმცა, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლოში მურუსიძისნაირი, სააკაშვილისა და ადეიშვილის მოსამართლეები იყრიან თავს. ამას კი ერთი მიზანი აქვს – მათ ადმინისტრაციულ სასამართლოზე კონტროლი უნდათ, რადგან საარჩევნო დავების განხილვა სწორედ სააპელაციო სასამართლოში სრულდება. ამ სახიფათო სქემის ამუშავება კვირიკაშვილმა პოლიტიკური აქტიურობით უნდა შეაფერხოს. ამ შემთხვევაში სასამართლოზე ზეწოლას არ ვგულისხმობ", - განაცხადა ალსანიამ.

ირაკლი ალასანიამ ისაუბრა 2016 წლის არჩევნებზე, მისი პარტიის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად გავლენ.

"ჩვენ მზარდი რეიტინგი გვაქვს, ამომრჩევლის 60% -ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს", - განაცხადა ალასანიამ.