პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეებზე ხმამაღლა რომ არ მესაუბრა, სახიფათო ტენდენცია შენარჩუნდებოდა

პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეებზე ხმამაღლა რომ არ მესაუბრა, სახიფათო ტენდენცია შენარჩუნდებოდა

პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეებზე ხმამაღლა რომ არ მესაუბრა, სახიფათო ტენდენცია შენარჩუნდებოდა, -ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუში კითხვას, ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნის შემდეგ არ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ განცხადებაზე, რომელიც მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ გააკეთა? ალასანიამ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღწევაში მისმა გუნდმა დიდი წვლილი შეიტანა.

"პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეებზე ხმამაღლა რომ არ მესაუბრა, სახიფათო ტენდენცია შენარჩუნდებოდა. გაიხსენეთ უმრავლესობის განცხადებები რუსეთსა და სტალინზე. სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მსგავსი პოზიციის გამოხატვას ისინი ვერ ბედავდნენ", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამბობს, რომ პროდასავლურობაში არავის ეჯიბრება და მხოლოდ ფაქტებზე საუბრობს.

"ადრე ასეთი განცხადებები არ ისმოდა. ჩვენი პრინციპული პოზიციით, მათ უფლება არ მივეცით, გზიდან გადაეხვიათ. ქვეყნის საგარეო კურსი არ იცვლება, პოლიტიკური ძალები ევროპისკენ მწყობრი ნაბიჯებით მივდივართ. 2016 წლის არჩევნები გამოსაცდელი ველი იქნება, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ვფიქრობ, მარგინალური პოლიტიკური ძალები ამ ტესტს ვეღარ ჩააბარებენ. ვერც ის ძალები მოიპოვებენ ნდობას, ვინც საზოგადოებას რადიკალიზმისკენ მოუწოდებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.