თოვის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები ვერ შესრულდა

თოვის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები ვერ შესრულდა

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, ძლიერი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისისა და ქუთაისი-ვარშავის რეისები გადაიდო.

"თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება", - განაცხადეს აეროპორტში.

მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს, რის გამოც დღეს დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება.